კამერების წინ გავშიშვლდები, მაგრამ საქართველოში არა

ავტორი: ტატო ცეცხლაძე

ნოდარ ასანიძე

„მისტერ აჭარა 2010“  ნოდარ ასანიძეს კონკურსიდან რამდენიმე თვის შემდეგაც არ მიუღია კუთვნილი პრიზები. მას ამ ტიტულის მოპოვების შემდეგ მხოლოდ გატეხილი სიმბოლო და სუნამო ერგო. 2 კაციანი საგზური პარიზში და 5 ათასი ლარი პრემია კი მხოლოდ წინასაკონკურსო დაპირებად დარჩა.


ნოდარ ვინ იყო „მისტერ აჭარა 2010“-ის ორგანიზატორი?

ორგანიზატორი იყო ვალერი მიგინეიშვილი, რომელიც იყო პრიზებზე და საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელი. შესარჩევ კასთინგში მხოლოდ 14 ფინალისტი შეირჩა და კონკურსის ჩატარებამდე გადვდიოდით რეპეტიციებს. სიმართლე გითხრათ რეპეტიციებზე  გამომსვლელები არ იყოვნენ ისეთი ეფექტურები როგორც ჩვენებაზე. მე ბოლომდე მქონდა იმედი იმისა, რომ  ამ კონკურსში მივიღებდი სათანადო ადგილს.

ჟიურის შესახებ რას გვეტყვი? ვინ იყვნენ ჟიურიში?

ჟუურიში 11 ადამიანი იყო. დატუნა სულიკაშვილი, აჭარის კულტურის სამინისტროდან აიდა აბუსერიძე, გოგა ხაჯიშვილი და სხვები. ასევე ფულადი პრემია დაწესებული ქონდა თიბისი ბანკსაც. რადგანაც თიბისი ბანკი და აჭარის განათლების სამინისტრო იყო საქმეში ჩართული მე ეს უფრო სერიოზული კონკურსი მეგონა.

კონკურსის შესახებ საიდან გაიგე?

კონკურსის შესახებ განაცხადი იყო ტელე 25ზე და ასევე ქალაქში ადამიანებს შორის გადაცემით. მე ვთქვი, რომ კარგი იქნება ჩემთვის ეს სფერო.  მომწონს მოდის სამყარო.  ეს არის ჩემი ჰობი. მომწონს გართობა და მუსიკა. ამიტომაც ვიფიქრე რომ, არ ვინანებ ამ ნაბიჯს.

კონკურამდე თუ გქონდა გამოცდილება პოდიუმზე დგომის?

ამ სფეროში გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ მანამდე ვფიქრობდი მომღერლობაზე ან ხელოვნების სფეროში ვყოფილიყავი, მსახიობობდა ა.შ.  რადგანაც  ეს შანსი მომეცა ვარჩიე გამომეყენებინა.

კონკურსის დღეს ინციდენტი მოხდა. რით იყო ეს გამოწვეული?

გამარჯვების დღეს ასეთი სცენა იყო. გამოსაცვლელში დავინახე მისტერ აჭარის სიგელი. კარგ მდგომარეობაში. აი იმ დღეს მე შევნიშნე, რომ  ყველა იყო ჩემს მიმართ რაღაცნაირად არაკეთილგანწყობილი იყო. კონკურსანტებიც და ორგაზნიატორებიც. კონკურსზე რეალურად მხოლოდ ორი კონკურენტი მყავდა, ერთი თურქეთის მოქალაქე და მოერე ქართველი. მხოლოდ მათ ქონდათ შედარებით შანსი სიმაღლის და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.  მე ვთვლი, რომ ვიცე მისტერ აჭარა არ იმსახურებდა იმ სტატუსს.

როცა გავიმარჯვე და ტიტული გადმომცეს, ტიტული იყო გატეხილი. ამას იმიტო აკეთებს ადამიანი, რომ გამარჯვებულს მიაყენოს შეურაწყოფა. ნამდვილად არ ვიცი ვინ გატეხა თუმცა საბოლოოდ გატეხილი ტიტული მერგო.

უთანხმოება თქვენსა და ორგანიზატორებს შორის იმ დღეს დაიწყო თუ მას შემდეგ რაც პრიზები არ მოგცეს?

გამარჯვების ვინაობის გამოცხადებისთანავე დაიწყო უთანხმოება. უბრალო სუნამოს გამო რატო უნდა ვიყო უკმაყოფილო? მე უნდა მიმეღო ლუტეციის სუნამო და არა დელამოურის. განსხვავება რა თქმა უნდა არის. ასევე ნათქვამი იყო, რომ ჩასაცმელი რომელიც ჩვენებაზე გვეცვა პირველ ადგილას გასულს საჩუქრად ერგებოდა. რა თქმა უნდა არც ის გადმოუციათ საჩუქრად. გამონაკლისი  მხოლდოდ  ერთის ვიცე მისტერის შემთხვევაში მოხდა და მას ორგანიზატორმა ის რაც ეცვა აჩუქა. პლიუს ამას ვალერიმ საკუთარი მაღაზიიდან გაუგზავნა საჩუქარი.

როგორ  ეცადე კუთვნილი პრიზების მიღებას?

ვაპირებდი ისეთი რამის გაკეთებას რაც მათ აზიძულებდა, რომ კუთვნილი პრიზები გადმოეცათ. თუმცა მოგვინებით ჩავლთვალე, რომ  არ დავცემულიყავი იმ დონემდე რომ ეს ყველაფერი მომეთხოვა.

და რა პრიზები უნდა მიგეღო?

ძირითადი პრიზი პრემია 5 ათასი ლარი, საგზური პარიზში და სხვა საჩუქრები.

გამარჯვებული მიდიოდა მისტერ საქართველოზე უქასტინგოდ. არც ეს დაპირება შესრულდა. მისტერ საქართველოზე ქასტინგში დამოუკიდებად მივიღე მონაწილეობა და გავედი კიდეც. დავრჩი თბილისსში და გავიარე მოსამზადებელი ეტაპი.  ამ კონკურსზე „ყველაზე ფოტოგენული მამაკაცი 2010“-ის ტიტული მივიღე.  სხვა კონკურსში მონაწილეობა არ მიმიღია.

სამომავლოდ თუ აპირებ სამოდელო სფეროში დარჩენას?

კი. ძალიან მომწონს სამოდელო სფერო. ვგეგმავ გერმანიაში წასვლას. ვინაიდან რაღაც გარკეული მომენტი არსებობს რაც შემიწყობს ხელს ამ გეგმაში და ჩემი მონაცემები უფრო ფართო ასპარეზზე გავიტანო.  ჩემი ძირითადი სპეციალობა ტურიზმის მენეჯმენტია და ამ სფეროში ვარ. ამ ეტაპზე ვმუშაობ რედისონში და ვაპირებ ისეთ თანამდებობაზე  ასვლას, რომ შემეძლება სხვა ქვეყანაში უკეთეს სამუშაო ადგილზე გადასვლა. თუმცა ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია რომელ სფეროში უფრო მინდა მაგრამ მინდა ორივე სფეროში ვიყო წარმატებული.

რეკლამებში ან ფილმებში თუ შემოგთავაზეს გადაღება?

იყო შემთხვევები როცა თბიულისიდან მირეკავდნენ და რაღაც რეკლამაში მიწვევდნენ, მაგრამ  არ დამაკმაყოფილა  სიტუაციამ და არ დამთანხდი. ჯერჯერობით ვრჩები ისევ რედისონში. მაგრამ უცხოეთიდან, რომ მომივიდეს მოწვევა აუცილებლად ავიღებ შვებულებას და წავალ საკუთარი ძალების გამოსაცდელად.

უცხოეთში თუ წახვალ რამდენად თამამი ფოტომოდელი იქნები?

იმდენად მომწონს რასაც ვაკეთებ ის, რომ მე ვიცი იმ გარკვეულ მომენტს რა ესაჭიროება და როგორ უნდა მოვიქცეწ და არ მაქვს პრობლემა. მე ვიცი რა და რა ზღვარამდე შემიძლია. ამ სფეროში რაც საჭირო იქნება და რასაც სიტუაცია  მოითხოვს უნდა გაკეთდეს.

თუკი პროფესია მოითხოვს  მზად ხარ გაშიშვდე კარიერისთვის?

…იცით საქართველოში არა :)  საქართველოში არის ისეთი დონე რომ არა.

თუ კი საზღვარგარეთ გაშიშვლდები ქართულ პრესაში აუცილებლად ჰპოვებს გამოვლინებას. რა რეაქცია ექენებათ შენს ახლობლებს?

იმ შემთხვევაში  ხდება გაშიშვლება როცა მონაწილეობას იღებ პრომო ფოტოსესიებში. ეს არის გარკვეული მომენტები რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში ხდება. შეგიძლია კლასიკურად გაშიშვლდე და შეიძლება ბულვარულად. მე უფრო კლასიკურად  მომწონს და საზოგადოებისთვისაც უფრო მისაღებიცაა. რაც შეეხება ახლობლების რეაქციას  მე სხვისი აზრი არ მაინტერესებს, რადგან მე ვარ ჩამოყალიბებული ადამიანი და მე ამ ყველაფერს ვაკეთებ იმიტო, რომ მე მომწონს და ვთვლი ჩემთვის ასეა საჭირო.  ჩემი კარიერა არის ჩემი და შედეგებზეც მე ვაგებ პასუხს.

 შეყვარებული თუ გყავს?

კი. უკვე  4 წელია შეყვარებულები ვართ. ძალიან საინტერესოდ გავიცანი. მეგობრის ხელი ურევია. ერთი ნახვით შემიყვარდა. დღემდე ერთად ვართ. ისიც ტურიზმის სფეროშია. ერთ-ერთ კაზინოში მუშაობს.

და შენს შეყვარებულს თუ მისცემ უფლებას გამოვიდეს პოდიუმზე? ან თამამ ფოტოსესიებში მიიღოს მონაწილეობა?

იცით …  რატომაც არა მე მასში დარწმუნებულ ვარ. არ იქნება პრობლემა. რადგან მომწონს ეს სფერო.  თუკი ადამიანი თავის საყვარელ ადამიანს საყვარელ სფეროში მოღვაწეობას დაუშლის გამოდის ის საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. მე ამ სფეროში მოხვედრის შემდეგ მის მიმართ არ შევცვლილვარ და თუკი ის მოხდება ამ სფეროში და შეიცვლება გამოდის რომ ჩვენ არ შევეფერებით ერთმანეთს. უფლება იმდენი უნდა მისცე რამდენიც საჭიროა. არის ქატინგები რომელიც  არაა ძალიან ბულვარული.  რა თქმა უნდა თავის თავს არ მისცემს ისეთ გადაღებებში მონაწილეობის უფლებას,  რაც მას ზიანს მიაყენებს, თუმდაც ჩემთან მიმართებაში.

საქართველოდან თუ წახვალ თუ აპირებ უკან დაბრუნებას?

საქართველოდან სამუდამოდ წასვლას არ ვაპირებ. თუკი წავალ აუცილებლად დავბრუნდები.

მალე მისტერ აჭარა 2011 გაიმართება. როგორც ნოდარი ყვება ორგანიზატორმა პრიზის ვიცე მისტერისთვის გადაცემა სთხოვა, რომელიც ახალ მისტერ აჭარას საზეიმო ვითარებაში გადაცემს. მოქმედი მისტერი კონკურსზე მისვლას თავად აპირებს. ამბობს, რომ საკუთარ სტატუსს შეურაწყოფას არ მიაყენებს. ასევე თავის რჩეულს კონკურსანტისათვის სპეციალური პრიზის გაკეთებას აპირებს. თუმცა ჩატარდება თუ არა „მისტერ აჭარა 2011“ და ვსი ორგანიზებით გაიმართება კონკურსი არავინ იცის.

About newsbatumi
journalist

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers