მალხაზ ზარქუას ოლიმპიური ლიცენზია

ავტორი: მირანდა მიქაძე

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ფალავნებმა 12-18 სექტემბერს სტამბულში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლონდონის ოლიმპიადის ოთხი ლიცენზია მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ დავით ხუციშვილი (74 კგ), დავით მარსაგაშვილი (84), დავით მოძმანაშვილი (120).

მედლის მოპოვება ვერ შეძლო ბათუმელმა მალხაზ ზარქუამ (მწვრთნელი _- ჯემალ კილაძე, დავით ხურცია, 60კგ), მაგრამ ის მეხუთე ადგილზე გავიდა, რაც ოლიმპიადის ლიცენზიისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, წინა ოლიმპიადებისგან განსხვავებით, ამჯერად ლიცენზიები ქვეყანას გადაეცემა და თავად ქვეყანა გადაწყვეტს ვინ გაუშვას ლონდონის ოლიმპიადაზე.

ჯემალ კილაძე, აჭარის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი:

”მალხაზმა პირველივე შეხვედრა პუერტო რიკოელთან წააგო. ამ სპორტსმენზე წარმოდგენა არ გვქონდა ვინ იყო, საერთოდ პუერტო რიკოელები თავისუფალ ჭიდაობაში არ არიან ძლიერები, მაგრამ მერე როგორც გავიგეთ, ეგ ბიჭი კუბელი აღმოჩნდა, რომელიც ამერიკაში ვარჯიშობს და პუერტო რიკოს სახელით ასპარეზობს. ამ სპორტსმენზე ვიყავით დამოკიდებული –  თუ ფინალამდე გააღწევდა, მალხაზი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩაერთვებოდა. საბედნიეროდ, ასეც მოხდა. შემდეგ სახალხო კორეის რესპუბლიკის წარმომადგენელს, კორეელ და აზერბაიჯანელ მეტოქეებს მოუგო. ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, ბოლო შეხვედრაში ყაზახთან  პირველი და მეორე პერიოდი 1:1 დასრულდა, მესამე პერიოდში მალხაზი დამაჯერებლად შევიდა ფეხში, მაგრამ მოძრაობა მომგებიან ქულამდე ვერ მიიყვანა და წავაგეთ.

რაც მთავარია, ლიცენზია მოიპოვა. ეს შეცდომები მისთვის მაგალითი იქნება, რომ იშრომოს და ოლიმპიადაზე, რომელიმე სინჯის მედალი მოიპოვოს. მალხაზი პირველია, რომელმაც აჭარიდან თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა. ოლიმპიადამდე ერთი წელი დარჩა და უკეთეს ფორმაში უნდა იყოს, ანუ ყველას უნდა დაუმტკიცოს, რომ მზადაა ოლიმპიური თამაშებისთვის.”


დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers