„აპოლო” ვიმ ვენდერსის ფილმით იხსნება

დღეს, 5 აგვისტოს ბათუმში განახლებული კინოთეატრი „აპოლო” ვიმ ვენდერსის ახალ ფილმით – „პინა” – გაიხსნება.

ფილმი ლეგენდარული, გერმანელი მოცეკვავის და ქორეოგრაფის,  თანამედროვე მსოფლიო ქორეოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის, პინა ბაუშის შესახებაა გადაღებული.

“ვიმ ვენდერსი ამ ფილმით ბაუშს არ იგონებს და არ დასტირის. როგორც სხვადასხვა ინტერვიუებ­ში განმარტავს, მისი მიზანი არ ყოფილა, ფილმით პუბლიკას ბაუში უფრო ახლოს გაეცნო. პინა, რომელიც ძალიან ცხოვრებისეული მოტივებისგან ქმნიდა თეატრს, თანამოაზრე და ახლობელი გახდა ვენდერსისთვის. მისი განსხვავებული კინოც – “ანტიკინოც” რეჟისორისთვის არის სიცოცხ­ლე, რომელმაც კინოფირზე ფორმა იცვალა. და ახლოებით იგივეა ვენდერსისთვის ბაუშის ხელოვ­ნება – არა იმდენად ხელოვნებაა, რამდენადაც კომუნიკაციის ხერხი, შესაძლებლობა იმის გასაზია­რებლად, რასაც დააკვირდა, რაც დაინახა, განიცა და, ამოხსნა.”

ფილმს კინოჯგუფი „რუსთაველი” ბათუმსა და თბილისში ერთი კვირით აჩვენებს.

პინა ბაუში:ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, როგორ მოძრაობენ ადამიანები. საინტერესო ისაა – რა ამოძრავებთ მათ.“

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers