ძლიერი მამაკაცების ფესტივალი

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

„საიდან ან როგორ მოიფიქრეთ, ან ვინ მოიფიქრებს ამ ფესტივალებს, ან ამ სათაურებს?… ხომ ნახეთ გასული წლის მაგალითებზე, რომ ვერ ვატარებთ ფესტივალებს?“ – ასე გამოეხმაურა ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის უფროსის განცხადებას ბათუმში „უძლიერეს მამაკაცთა ფესტივალის“ ჩატარების შესახებ.
ნათია სურგულაძის თქმით, საერთაშორისო ტურნირი ახალ ბულვარში ჩატარდება და მასში 10 ქვეყნის ათლეტები მიიღებენ მონაწილეობას. მათი მგზავრობის, ბათუმში ცხოვრებისა და გადაადგილების ხარჯებს კი მთლიანად ბათუმის მერია დაფარავს. გათვალისწინებულია საპრიზო ფონდიც, ამ ფესტივალისთვის მერიის ბიუჯეტიდან 32 000 ათასი ლარი დაიხარჯება;
ბათუმში კინო და ტელეოპერატორთა საერთაშორისო კონკურსიც იგეგმება, გასულ წელს ეს ფესტივალი თბილისში ჩატარდა. ნათია სურგულაძის თქმით, „წელს მასში მონაწილეობის მისაღებად `სონისა~ და `პანასონიკის~ წარმომადგენლებიც ჩამოვლენ, ჩატარდება მასტერკლასებიც“.

2 Responses to ძლიერი მამაკაცების ფესტივალი

  1. chempionebi says:

    სულ რაღაც 32 000 ლარი… მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს კი წამახალისებელი ჯილდო 200 ლარი , ისიც ექსვსი თვის შემდეგ და მხოლოდ ერთხელ… (მეორედ თუ გახდით მსოფლიო ჩემპიონი ამ ჯილდოს ვერ მიიღებთ) შესანისნავია…

  2. Kimano says:

    სურგულაძე უცხოელ “მაგარ კაცებს” გადაწვდა

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers