როგორ გავხდე მოქალაქე ჟურნალისტი
რას ნიშნავს მოქალაქეების ჟურნალისტიკა
ახალი ამბების, ფაქტების, ინფორმაციის გავრცელებაა, ოღონდ არა პროფესიონალი ჟურნალისტების, არამედ ნებისმიერი პროფესიის მოქალაქეების მიერ.
ვის შეუძლია გახდეს მოქალაქე ჟურნალისტი
ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს მობილური ტელეფონი, ან ინტერნეტი და კომპიუტერი.
როგორ შეიძლება გახდეთ მოქალაქე ჟურნალისტი?
დღეს ჩემი სახლის წინ გადათხრილ ორმოში მანქანა ჩავარდა“, „იმდენი იწვიმა, რომ მთელი სარდაფი დაიტბორა“, „ჩემი მეზობელი დააპატიმრეს“ – თუკი ასეთი, ან მსგავსი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგიგზავნია რომელიმე შენი ახლობლისთვის, ან ფიქრობ, რომ გაუგზავნი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ თითქმის მოქალაქე ჟურნალისტი ხარ. ხოლო თუ გადაწყვეტთ,რომ ასეთი ინფორმაციები არა მხოლოდ შენს ახლობლებს გაუზიარო, არამედ ყველას თითქმის კი არა, ნამდვილი მოქალაქე ჟურნალისტი გახდები.
როგორ შეიძლება გახდე „ბათუმელების“ მოქალაქე ჟურნალისტი 1 წუთში?
ამისთვის საკმარისია აკრიფოთ თქვენს მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება: „ჩამრთეთ მოქალაქე ჟურნალისტის პროექტში“ და გააგზავნოთ ნომერზე: 879 217997 ეს ჩვენი, გაზეთ „ბათუმელების“ მოქალაქე ჟურნალისტის პროექტის ნომერია. ამის შემდეგ ჩვენ თქვენი მობილური ნომერს დავარეგისტრირებთ www.tweet.ge სისტემაში.
რა არის tweet.ge?
მოქალაქეები მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ სოციალურ ინტერნეტქსელში www.twitter.com -ზე ინფორმაციებს მობილური მეშვეობით აქვეყნებდნენ. თვითერს 190 მილიონი მომხმარებელი ყავს. სამწუხაროდ, დღესდღეობით შეუძლებელია რომ საქართველოდან გაგზავნილი ესემესები პირდაპირ www.twitter.com–ის ჩვენს გვერდზე გამოქვეყნდეს. ამიტომაც ქართულმა კომპანია „სინგულარ ჯგუფმა“ საქართველოს მომხმარებლებისთვის www.twitter.com–თან დამაკავშირებელი სერვისი შექმნა, რომელსაც tweet.ge ჰქვია. სწორედ ამ სერვისის გამოყენების საშუალებით ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას გახდეთ „ბათუმელების“ მოქალაქე ჟურნალისტები და უსწრაფესად გაავრცელოთ ინფორმაცია.
რა უნდა გააკეთოთ, მას შემდეგ რაც გამოგვიგზვანით სმს-ს?
თქვენი სმს-ის მიღების შემდეგ თქვენი ტელეფონის ნომერს დავარეგისტრირებთ ტწეეტ.გე -ზე „ბათუმელების“ ანგარიშში, რომლის შემდეგაც თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ ინფორმაცია ნომერზე 897 89 89 89 სმს–ის სახით, რომელიც ავტომატურად გამოქვეყნდება ინტერნეტში მისამართზე: www.twitter.com/batumelebi ინტერნეტში თქვენი ინფორმაცია გამოქვეყნდება სახელის, გვარის და ტელეფონის ნომრის გარეშე. თუ გსურთ, რომ მითითითებული იყოს თქვენი ვინაობა, სმს-ის ტექსტში უნდა ჩაწეროთ სახელიც.
თქვენი ტელეფონის ნომერი ცნობილი იქნება მხოლოდ „ბათუმელებისა“ და www.tweet.ge -ს ადმინისტრაციისთვის, რომლებიც მკაცრად იცავენ თქვენს კონფიდენციალობას.
რა მოუვა ჩემს მიერ გაგზავნილ ინფორმაციას?
თქვენი ინფორმაცია ავტომატურად გამოქვეყნდება მსოფლიოში ორ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში: twitter.com–ზე და facebook-ზე. ასევე გაზეთ „ბათუმელების“ ვებ გვერდებზე www.batumelebi.ge
ინფორმაციების ნაწილი გამოქვეყნდება გაზეთ „ბათუმელებში“, ხოლო ნაწილზე დაყრდნობით ჟურნალისტები მოამზადებენ უფრო ვრცელ სტატიებს.
შემიძლია უფასოდ გავხდე მოქალაქე ჟურნალისტი?
რა თქმა უნდა! თქვენ მხოლოდ ინფორმაციის გაგზავნისას დაგეხარჯებათ იმდენი თეთრი, რამდენიც ერთი სმს-ის გაგზავნა ღირს თქვენი მობილური ოპერატორიდან.
გახდი მოქალაქე ჟურნალისტი და გააგებინე სამყაროს ის რაც შენ იცი 1 წუთში!
ხოლო თუ შენ უკვე ხარ ინტერნეტის მომხმარებელი და გინდა გახდე ბათუმელების მოქალაქე ჟურნალისტი, მოგვწერე შემდეგ შემდეგ მისამართზე: batumelebi2@yahoo.com